13:37 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 10:25:00, 1325 ნახვა

სამართალი
შსს-მ იმერეთში ქურდობის 3 ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა.

უწყების ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  1996 წელს დაბადებული,  წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ. ი. და მისი ძმა - 1994 წელს დაბადებული ბ. ი. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს სამტრედიაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი, მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორი, ხუთი საბურავი და სხვდასხვა ხელსაწყო, ხოლო ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ავტომანქანიდან ერთი საბურავი მოიპარეს.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სამართალდამცველებმა 2002 წელს დაბადებული ლ. კ. კი ქუთაისში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა მიმდინარე წლის 27 იანვარს,  ღამით,   სუპერმარკეტი „ფემილის“ ორი ფილიალი გაქურდა.

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ასევე ქურდობის ბრალდებით დააკავეს 1966 წელს დაბადებული,  წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლები ა. ა., რომელმაც ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი მოქალაქის  საცხოვრებელი ბინა გაქურდა.

პოლიციამ მოპარული ნივთები: სანადირო თოფი, ჭოგრიტი, სამონადირეო დანები  ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება,  საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე
ენმ: ვიცით ის პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ხაბეიშვილის წამებაში
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics