|
2019-02-01 17:05:30, 5563 ნახვა
High - Tech
მზის სისტემაში პლანეტის „ჩანასახი“ იპოვეს
ასტრონომებმა ისტორიაში პირველად მზის, ჩვენგან სისტემის შორეულ წერტილში პლანეტის ჩანასახი დააფიქსირეს. ციური სხეულის რადიუსი 1,3 კილომეტრია. ამ ეტაპზე ობიექტი , როგორც ნებისმიერი პლანეტა ფორმირების ადრეულ სტადიაზე , კოსმოსური მტვერისა და ყინულის მასას ჰგავს. ამდაგვარი სხეულების არსებობა ჯერ კიდევ 70 წლის წინ იქნა დამტკიცებული, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პლანეტის წარმონაქმნი ჩვენს მზის სისტემაში განვითარებას იწყებს. აღნიშნული ობიექტი, რომელსაც ჯერჯერობით არც ინდექსი და არც რამე სახელი მიანიჭეს ნეპტუნის ორბიტის უკან , მზისგან 30-55 ასტრონომიულ ერთეულში ვითარდება. ამ სექტორში ყველაზე დიდი ციური სხეული პლუტონი გახლავთ. მზის სინათლის ნაკლებობიდან გამომდინარე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სექტორში არსებულმა პლანეტებმა თავიანთი პირვანდელი სახე შეინარჩუნეს და ახლაც ისეთები არიან, როგორც მილიარდობით წლის წინ. ასტრონომების ეს აღმოჩენა "პლანეტეზიმალის" თეორიას ადასტურებს, რომლის მიხედვით პლანეტის წარმონაქმნი ადრეული ფორმირების სტადიაზე კოსმოსური მტვერისა და ყინულის მასას ჰგავს, მაგრამ რაღაც სტადიაზე სწრაფ ზრდას იწყებს და დიდ ობიექტად ფორმირდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)