07:24 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 20:24:16, 1922 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისია - არსებობს გარკვეული შეშფოთება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით

საქართველო აგრძელებდა ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას; თუმცა არსებობს გარკვეული შეშფოთება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული.

 „რაც შეეხება კორუფციის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას, საქართველო აგრძელებდა ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად. აღნიშნული პოლიტიკის შედეგები საერთაშორისო რეიტინგებში აისახა; თუმცა არსებობს გარკვეული შეშფოთება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით. 2017 წლის საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელია 56/100 (2016 წელს - 57/100), რაც უფრო მაღალია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით. 2018 წლის მსოფლიო ბანკის კორუფციის კონტროლის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 2017 წელს - 77/100 მიაღწია (2016 წელს 74 და 2015 წელს 75 იყო) საჯარო მოხელეების მიერ წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაციები ეფექტურად კონტროლდება 2017 წლიდან (კანონით, მთლიანი დეკლარაციების 5% მოწმდება). 2017 წლიდან საჯარო სამსახურში ეთიკის კოდექსი მოქმედებს. 2018 წლის ივლისში საქართველომ აქტივების აღდგენის ეროვნულ სამსახურად მთავარი პროკურატურის ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო შეარჩია“, -  ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics