|
2019-01-31 15:06:40, 1893 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მასოვრივი დეპორტაციის გამო, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან საქართელოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციაზე. კერძოდ კომპენსაციას 1 500-მდე მოქალაქე მიიღებს. კომპენსაციის გადახდას მხარი 16 მოსამართლემ დაუჭირა, ერთი კი, წინააღმდეგი იყო. გადაწყვეტილების თანახმად, 2.000 ევროს მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) დაირღვა, ხოლო 10.000-დან 15.000-მდე ევრო მათ გადაერიცხებათ, ვისთანაც მიმართებაში დარღვეული იყო მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)