|
2019-01-31 12:17:29, 1155 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი ამოცანაა 2022 წლისთვის დავასრულოთ ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი
პრემირ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 2019 წლის პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაურა, რომლის განხორციელებაც წლის ბოლომდე არის დაგეგმილი. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ნიშნავს დამატებით სიცოცხლეს რეგიონებისთვის. „დღეს გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც 2019 წელს გვაქვს დაგეგმილი. ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად და მნიშვნელოვანია ის, რომ ინფრასტრუქტურა და სერვისებზე წვდომა ყველა რეგიონში იყოს მინიმუმ იმ ხარისხის და იმ დონის, როგორიც ჩვენ გვაქვს სხვა დიდ ქალაქებში. ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის რეგიონული განვითარება ყოველთვის გახლდათ განსაკუთრებული პრიორიტეტი და ეს ყველაზე კარგად აისახება ბიუჯეტის ციფრებში და პარამეტრებში. 2012 წელთან შედარებით, ჩვენ ფაქტობრივად, გავასამმაგეთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით, ხოლო შარშანდელთან შედარებით ჩვენ 20 პროცენტით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის, მათი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და 2019 წელს ის შეადგენს დაახლოებით ორ მილიარდ ლარს. ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია ჩვენს რეგიონულ ინფრასტრუქტურაში დამატებით სიცოცხლეს ჩვენი რეგიონებისთვის, ნიშნავს დამატებით შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა გახლავთ ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს ყველა მოქალაქეს. ეს მიიღწევა მხოლოდ სწორი და თანაბარი რეგიონული განვითარებით. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და გაორმაგებულია განათლების ინფრასტრუქტურის ინვესტიციები 2019 წლის ბიუჯეტში. რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდება 2019 წელს საქართველოს ყველა კუთხეში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ რეფორმის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განათლების სისტემაში. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები, როგორიც არის წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება, ბევრი ქალაქისა თუ სოფლისთვის ახალი გზების მშენებლობა და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკომისიამ დაამტკიცა ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამები და მასში საქართველოს აქვს ძალიან დიდი ადგილი და როლი. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, მე მსურს კიდევ ერთხელ ყველას მივულოცო ეს წარმატება. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლებში ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძლებთ განვავითაროთ საქართველოში ჩვენი ინფრასტრუქტურა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო უკეთესად იქნება ინტეგრირებული ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან. ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოში, როგორც 2019 წელს, ისევე როგორც მომდევნო წლებში, იქნება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ 2022 წლის ჩათვლით შევძლოთ დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. რა თქმა უნდა, ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხდება უფრო და უფრო რთული და კომპლექსური. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორებს, პარტნიორებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ცდილობენ, რომ პროექტები ხარისხიანად და შესაბამის ვადებში დაასრულონ. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაიას, მის გუნდს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა თანამშრომელს. 2018 წელი იყო წარმატებული და დარწმუნებული ვარ, 2019 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული საქართველოსთვის. ეს იქნება წელი, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები არის ძალიან მაღალი. აქცენტები, რომელიც ჩვენ ჩავდეთ 2019 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, სრულად პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ჩვენ ქართულ ეკონომიკაში. კიდევ ერთხელ მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას“, - აღნიშნა პრემიერმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)