06:38 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 16:26:33, 1413 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

25-მა პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს შეხვედრა გამართეს და ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს.

„ამ მაგიდის გარშემო 25 პარტია შეიკრიბა ერთი გაერთიანებული იდეით, რომ ჩვენ საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული... განვლილმა სარჩევნო კამპანიამ გვაჩვენა. რომ ყველაზე ქმედითი, საჭირო, ეფექტური ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან, არის პირდაპირი კონტაქტი. არავითარი პოსტერების ფერი, არავიტარი ლოზუნგები არ მოქმედებს. მოქალაქეებს უნდა შევხვდეთ ისევე, როგორც ამას ვაკეთებდით საპრეზიდენტო არჩევნებში. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ჩვენ ამას ვიწყებთ ძალიან მალე, სადღაც თებერვლამდეც ვიწყებთ. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ყველა ლიდერთან, შემოგვიერთდით. ჩვენ ამ ფორმატში უნდა შევიკრიბოთ,“ ავიღოთ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი და გავიყოთ, მოვილაპარაკოთ, ვინ სად იმოძრავებს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, არსებული მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა.

„დღეს, 30 იანვარს იწყება ძალიან საინტერესო პროცესი. ჩვენ უნდა გავაგონოთ აქამდე ვერშესმენადი ხელისუფლებისთვის ხმა ხელისუფლებას. 73-ვე მუნიციპალიტეტიდან უნდა გაიგოს ხმა ხელისუფლებამ ჩვენი ამომრჩევლებისა, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება არის სიმახინჯე“, - აღნიშნა კაციტაძემ.

გარდა ამისა, საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ,  ალექსანდრე ბარამიძემ მოსახლეობას დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, აუცილებელია, რომ ხელმოწერები შეგროვდეს და საარჩევნო სისტემა დემოკრატიული გახდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics