|
2019-01-29 19:05:26, 1706 ნახვა
სამართალი
ჯეკ შეფერდის დაჩქარებული წესით ექსტრადირება არ მოხდება
ჯეკ შეფერდის დაჩქარებული წესით ექსტრადირება არ მოხდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გამოაცხადა. ამასთან, საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ჯეკ შეპარდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადირებით სარგებლობაზე. „შემოვიდა შუამდგომლობა, რომ გარკვეულიყო, ეს პირი თანახმა იყო თუ არა გამარტივებული პროცედურების გამოყენებით ექსტრადაციაზე. პირმა განაცხადა კატეგორიული უარი. სასამართლო დარწმუნდა, მისი ადვოკატების პოზიციიდან გამომდინარე, რომ მას სრულად აქვს კონსულტაცია გავლილი თავის ადვოკატებთან და ეს უარი არის ნებაყოფლობითი. აქედან გამომდინარე, ოქმი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს. ბატონი ჯეკ სებასტიან შეპარდი უარს აცხადებს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე. ნებისმიერ დროს, თუკი შეიცვლის პოზიციას, მას შეუძლია, ადვოკატების მეშვეობით მომართოს სასამართლოს“, - აღნიშნა მოსამართლემ. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)