22:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 12:02:09, 501 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ასელბორნის შეხვედრაზე.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა 13 ივნისის ტრაგედიის გამო და საქართველოს მთავრობის მეთაურს მიუსამძიმრა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირველი ივლისიდან ლუქსემბურგი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

საუბარი შეეხო  რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.   ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზაობა, ვიზიტის ფარგლებში მოინახულოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics