|
2019-01-29 13:53:15, 1352 ნახვა
სამართალი
ვაზისუბნის „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი“-ს თანამშრომლები გაიფიცნენ
ვაზისუბნის „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი“-ს თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც თანამშრომლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მედიცინის ცენტში, არის ელექტრო ენერგიისა და გათბობის პრობლემა, ამასთან მათ ხელფასები არ ერიცხებათ. ამასთან, მათი თქმით, პროცესი არის ხელოვნურად შექმნილი და შესაძლოა სამედიცინო დაწესებულება - „ევექსს“ სურდეს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების შესყიდვა. „ჩვენ შევხვდით დამსაქმებელს, მან აღნიშნა ის საკითხები, საიდანაც ამოსული არის ეს პრობლემები. დამსაქმებელი ხელს იშვერს ჯანდაცვის სამინისტროსკენ, საიდანაც გადმორიცხული თანხებში არის დანაკლისი, 15, 18 და 20 000 ლარი ოდენობით, შესაბამისად, ბატონი ბრძანებს, რომ მე საიდან გადავიხადო. გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყოფილა დაჯარიმებული ეს ცენტრი 4 მილიონ-ნახევრით, რაც შესაბამისად არის მაჩვენებელი იმისა, რომ იგი ვერ გადაიხდის ამ თანხებს და აქედან გამომდინარე, არის ეჭვი, რომ სამედიცინო დაწესებულება „ევექსი“, რომელიც არის მონოპოლიტი და ყიდულობს ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რაც კი ხელში ჩაუვარდება, დამსაქმებელს აქვს ეჭვი, რომ ეს არის მიზანმიმართულად, რათაშეისყიდოს „ევექსმა“ - აღნიშნა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. სამედიცინო პერსონალს პაციენტებიც შეუერთდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)