2019-01-29 13:23:38, 2547 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში კაშხლის ჩამოშლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში კაშხლის ჩამოშლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, 279 ადამიანი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ Globo იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მაშველებმა 192 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო 135 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.
მედიის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში მოხდა. ქაშხლის ჩამოშლის შემდეგ ახლოს მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ტალახიანი წყლის ნაკადის გამო კომპანიის ადმინისტრციული შენობები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
შეგახსენებ, რომ ბრაზილიაში კაშხალი 26 იანვარს ჩამოიშალა.
ავტორი: ,