22:57 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 11:34:33, 322 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, თბილისში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრ  ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, თბილისში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ექსპერტები მუშაობენ, რათა დაადგინონ,  რამდენად დარღვევითაა აგებული შენობები და პანდუსები.

„რამდენადაც  ვიცი, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და განცხადებას ისინი გააკეთებენ. ექსპერტები მუშაობენ  იმის გასარკვევად, თუ რამდენად დარღვევით არის აგებული შენობები და პანდუსები “,-აღნიშნა  ვახტანგ  გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „მზიურის“ ტერიტორიაზე იმყოფება. მინისტრმა ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები ახორციელებენ. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები დილიდან აღდგა და ინტენსიურად მიმდინარეობს. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მოქალაქეებმა ვახტანგ გომელაურს მაშველების და პოლიციის ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics