16:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 15:59:50, 707 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურში აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებულები გაეცნენ.

პროგრამის შესახებ პრეზენტაცია დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ გამართა და ხელვაჩაურის მერის რწმუნებულებს პროექტის დეტალები გააცნო.

პროგრამის ფარგლებში მომზადდება 80 და გადამზადდება 20 მოქალაქე.

პროფესიული მომზადება მოხდება შემდეგ პროფესიებში:

• დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი

• მიღება-განთავსების სპეციალისტი

• ფილამწყობი

• ბართენდერი

• თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე

• რესტორნის სერვის მენეჯერი

• სასტუმრო საქმის სპეციალისტი

• მზარეული

• მებათქაშე

• სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი

• სარესტორნო საქმისმწარმოებელი

• შემდუღებელი

პროფესიული გადამზადება მოხდება შემდეგ პროფესიებში:

• დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი

• მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი

• მზარეული

• ამწის მემანქანე

• შემდუღებელი

პროფესიული მომზადების მსურველები აუცილებელია:

➡დარეგისტრირდნენ აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ✔

➡ სრულყოფილად შეავსონ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმა სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად ✔

➡ წარმატებით გაიარონ გასაუბრება ✔

➡ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.retraining.hrajara.gov.ge

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics