|
2019-01-27 10:41:46, 752 ნახვა
რეგიონი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო კრება ჩატარდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის უკვე 300-მდე სოფელში ჩატარდა. კრებები ადგილობრივების მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს, სადაც გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. პროცესებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები. დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ კრებებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ. მათ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და მათთან ერთად სოფლებისთვის პრიორიტეტულ პროექტებზე იმსჯელეს. ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 200 ათას ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი. 5 სოფლის მოსახლეობამ ფინანსური რესურსი სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის გააერთიანა. სოფლების დარჩენილმა ნაწილმა ძირითადად, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების, შიდა გზების მოხრეშვისა და გარე განათების მონტაჟის სამუშაოები აირჩია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)