2019-01-26 14:34:50, 2845 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში კაშხლის ჩამოშლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა - 200 დაკარგულად ითვლება
ბრაზილიაში კაშხლის ჩამოშლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 200 კი, დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში მოხდა. მაშველები სამძებრო სამუშაობს ამ დრომდე აწარმოებენ.
შტატის გუბერნატორის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაკარგული ადამიანების პოვნის შანსი სულ უფრო მცირდება.
მედიის ცნობით, ქაშხლის ჩამოშლის შემდეგ ახლოს მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ტალახიანი წყლის ნაკადის გამო კომპანიის ადმინისტრციული შენობები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
ავტორი: ,