2019-01-26 13:52:58, 3528 ნახვა
მსოფლიო
ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა
ფრანგი პიანისტი, კომპოზიტორი და მომღერალი მიშელ ლეგრანი 86 წლისა გარდაიცვალა, - ამის შესახებ Monde იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მიშელ ლეგრანი პარიზში საკუთარ სახლში ღამით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ლეგრანი ცნობილი იყო კინოფილმებისთვის შექმნილი მუსიკით - „შერბურის ქოლგები“, „გოგოები როშფორიდან“, „თომას კრაუნის აფერა“. მას მიღებული აქვს "ოსკარის" ჯილდო სამჯერ, ხუთჯერ - „გრემი“, ერთხელ კი - „ოქროს გლობუსი“. მასთან მუშაობდნენ ცნობილი მომღერლები - რეი ჩარლზი, ფრენკ სინატრა და ედიტ პიაფი.
ავტორი: ,