2015-06-17 09:40:12, 388 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებულ უბნებზე სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდა
სტიქიის შედეგად დაზარალებულ უბნებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დილის 6 საათიდან განახლდა. პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს და არავითარი შეფერხება არ არის.
აღსანიშნავია, რომ განისაზღვრა უწყებები, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ კონკრეტულ სამუშაობეზე არიან პასუხისმგებლები.
წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობამ შესაძლოა, 100 მილიონ ლარს გადააჭარბოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან