22:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 09:39:54, 353 ნახვა

პოლიტიკა
სტიქიის შედეგად დაღუპული მაშველის ოჯახს 100 000 ლარი გადაეცემა

სტიქიის შედეგად დაღუპული მაშველის ოჯახს, კანონის შესაბამისად, 100 000 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, დაღუპული მაშველი გმირია და სახელმწიფოსგან სათანადო დაფასებას საჭიროებს.

„დაგვეღუპა მაშველი, რომელმაც გადაარჩინა სხვისი სიცოცხლე და საკუთარი თავი გასწირა. ეს მაშველი არის გმირი და მისი გმირობა სახელმწიფოსგან სათანადო დაფასებას საჭიროებს. მის ოჯახს, კანონის შესაბამისად, 100 000 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა. აი, ასეთ ადამიანებზე უნდა გავაკეთოს სიუჟეტები და დავბეჭდოთ მათი ისტორიები. ვუთხრათ მოსახლეობას, თუ როგორი გმირები გვყავს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. მათგან 17 ცხედარის იდენტიფიცირება მოხდა და მათი ვინაობა ცნობილია. დაკარგულად  5 ადამიანი ითვლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics