|
2019-01-24 17:59:25, 1518 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - რუსული ოკუპაცია ხელს უშლის საქართველოში ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას
რუსული ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ამის შესახებ ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ქვეყანას საქმე აქვს ოკუპაციასთან, აგრესიულ ნაბიჯებთან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება, ეს ხელს უშლის საქართველოში ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად ამ გამოწვევისა, საქართველოს აქვს ისეთი საინვესტიციო გარემო, რომელიც საშუალებას იძლევა, ქვეყანაში ინვესტიციები წამყვანმა კომპანიებმა განახორციელონ. „საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მიუხედავად ამ ყველაზე მტკივნეული გამოწვევისა, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს პროგნოზირებადი გარემო. გვაქვს ისეთი საინვესტიციო გარემო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მოვიზიდოთ ინვესტიციები წამყვანი კომპანიებისგან. სწორედ ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი გზავნილი ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს აქვს ეს გამოწვევა, ჩვენ ვართ ერთგული სამშვიდობო პოლიტიკის, ვართ ერთგული იმ ფასეულობების, რაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა და შესაბამისად, საქართველოში ყოველთვის იქნება სტაბილური გარემო ინვესტიციებისთვის, საქართველო ყოველთვის იქნება მოწინავე ქვეყანა და მოწინავე ადგილი ინვესტიციებისთვის და ჩვენ ამაზე მივიღეთ ძალიან კონკრეტული დადებითი უკუკავშირი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)