05:34 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 17:58:06, 1453 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე - დავოსის ფორუმზე ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს საქართველოს წარმატებას

2019 წელს დავოსის ფორუმი არის სრულიად განსხვავებული ჩვენი ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს საქართველოს წარმატებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, დავოსის ეკონომიკური ფორუმის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ უცხოელ პარტნიორებს სწორედ საქართველო მოყავთ სხვა ქვეყნებისთვის იმის მაგალითად, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ეკონომიკური რეფორმების გატარება სახელმწიფოს წინაშე მტკივნეული გამოწვევების არსებობის მიუხედავად.

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ უფრო მეტი ჩვენი პარტნიორი რწმუნდება, რომ საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ძლიერ ეკონომიკურ კომპანიას და ჩვენ ამაზე მივიღეთ დადებითი უკუკავშირი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსში გამართული შეხვედრებისას ქართულმა მხარემ უცხოელ პარტნიორებს გააცნო ის რეფორმათა პაკეტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გეგმავს.

„ჩვენს პარტნიორებს გავაცანით რეფორმათა პაკეტი, რომლის განხორციელებასაც წლის მეორე ნახევრიდან ვგეგმავთ და რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო და უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და სწორედ მსგავსი ფორმატები, როგორიც არის დავოსის ეკონომიკური ფორუმი, საშუალებას გვაძლევს მოვიზიდოთ მსგავსი ინვესტიციები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებიდან გამოიკვეთა, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულები არიან სხვადასხვა პროფილის კომპანიები.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ერთ-ერთ წამყვან ენერგეტიკულ კომპანიასთან. საქართველოში ტრადიციულად, პოპულარული იყო ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკულ სექტორში, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე ვსაუბრობთ ყველაზე მსხვილ კომპანიებთან სხვა ალტერნატიულ ენერგეტიკაში ინვესტიციების შესაძლებლობებზე, მათ შორის, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგეტიკა. ამასთან ერთად, ჩვენ ფაქტობრივად მივაღწიეთ შეთანხმებას ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ძირითადად ეხება სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებას საქართველოში. ის, რომ შვეიცარიულმა კომპანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოში დაიწყებს ყველაზე მაღალი ხარისხის შოკოლადის წარმოებისთვის ინგრედიენტების მიწოდებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics