15:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 17:44:19, 902 ნახვა

რეგიონი
მურატ ჯიოევი: სამხრეთ ოსეთი დაამტკიცებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არაკანონიერია

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალი დაატკიცებს, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ "არაკანონიერი და მცდარია". ინფორმაციას cominf.org ავრცელებს.

ჯიოევმა სიის შედგენა დემოკრატიული ნორმების დარღვევად შეაფასა. 

„ამ სიის შედგენა დემოკრატიული ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევაა. არის პოლიტიკური სპეკულაცია და საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტურ ნაბიჯს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება ამ მცდარ დოკუმენტს აპიარებს, რის შედეგადაც მას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ე.წ. "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია გასულ წელს შექიმნა, როდესაც საქართველოში გარკვეულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალებაში დაადანაშაულეს. ტატუნაშვილი გასული წლის თებერვალში გარდაიცვალა. როგორც მრავლობითმა ექსპერტიზამ დაადგინა, მისი გარდაცვალების ნიზეზი გულის უკმარისობა გახდა. საქართველოს პარლამენტმა შეადგინა სია და ამ სიაში შეიყვანა ისეთი ადამიანები, რომელბსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ტატუნაშვილის საქმესთან და ეს მათი უფლებების დარღვევაა. ეს სია არის მცდარი და არაკანონიერი. ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება, იმისათის, რომ პირადი სია შეავდგინოთ და მასში საქართველოს ყველა ის მოქალაქე შევიყვანოთ, რომელიც 1991 წლიდან 2008 წლამდე სამხრეთ ოსეთში დანასაულს სჩადიოდა", - განაცხადა ჯიოევმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics