05:34 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 17:03:34, 1185 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - პროცესის ჯანსაღად განვითარება არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, არა გუნდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, გია ვოლსკის თქმით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საფრთხეები არსებობს და ეს „გუნდის თვალწინ ძალიან კარგად იშლება“.

ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პროცესის ჯანსაღად განვითარება არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, არა გუნდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის.

„თავიდანაც და დღესაც აზრთა სხვადასხვაობა რჩებოდა იმასთან დაკავშირებით, თვითონ ამ განხილვის პროცესის გაჯანსაღება რომელიმე ჯგუფის ხელში არ უნდა ყოფილიყო ან ვინმეს პრეროგატივა არ ყოფილიყო, რაც თავიდანვე გაცხადდა და მე ამასთან დაკავშირებით მქონდა ჩემი განსხვავებული პოზიცია, დღესაც ეს პოზიციები დაფიქსირდა და ფაქტია, რომ ამ პროცესის ჯანსაღად წაყვანა და განვითარება არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, არა ჩვენთვის, არა გუნდისთვის, არამედ საზოგადოებისათვის. არის საფრთხეები და ეს საფრთხეები ახლა ჩვენს თვალწინ ძალიან კარგად იშლება, ეს არის დესტაბილიზაცია, ეს არის ოპონენტებისა და „ნაცების“ მონდომება, რომ რეალურად შეარყიონ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც გუშინ მხარს უჭერდნენ და შემდგომ თავადვე იქნენ ამ სასამართლოს მიერ გასამართლებულნი და მეორე ნაწილი კიდე, რომელიც ეხება კრიტერიუმებს და ის უნდა იყოს ისეთი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებას, არამარტო ემოციური განწყობით, არამედ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რომ საქართველოს რყევა არ ემუქრება. ამის იქით მექნება კომენტარები უფრო დეტალური, მაგრამ დღეს არაა, ხვალ და ზეგ იქნება ამ თემებზე საუბარი“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ასევე, მისი თქმით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ გუნდს დაშლა არ ემუქრება.

თუ დარჩება გუნდი განსხვავებული პოზიციებით, რაც არაერთხელ მომხდარა, არ გამოუწვევია ის, რომ გუნდი დაშლილიყო, მაგრამ საზოგადოება ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და მომავალშიც ასე იქნება, რომ დავაფიქსირებთ პოზიციას. თუკი გამჭვირვალობა არსებობს ჩვენს პოზიციაში, საზოგადოებას მოვუხდი ბოდიშს, ვისაც თავს ახვევენ სკანდალურობას, ამ გამჭვირვალობის მიღმა. ჩვენ პოლიტიკას და პოზიციას არ შევცვლით. რასაკვირველია, ცოტა მეტი ეთიკა მოგვეთხოვება და ცოტა მეტი თავდაჯერებულობა ჩვენ განცხადებებში და არა ერთმანეთის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს განსხვავებული აზრები და რაში მდგომარეობს ამასთან დაკავშირებით მოგახსენეთ ნაწილი. ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში იყო ძალიან პრაგმატული მედიატორი და ყველას აზრი იქნა მოსმენილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics