|
2015-06-16 23:08:51, 532 ნახვა
სამხედრო
კაპრალი რამაზ დავითაია სამხედრო პატივით დაიკრძალა
დღეს სოფელ საწულეისკიროში ავღანეთში მძიმე ჭრილობისგან გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო პატივით დაკრძალეს. კაპრალ რამაზ დავითაიას პატივის მისაგებად სენაკის რაიონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და დაღუპული სამხედროს თანამებრძოლები იმყოფებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს დაღუპული სამხედროს ოჯახს და თანაგრძნობა გამოხატეს. დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ ასევე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც კაპრალ დავითაიას ოჯახს სიმბოლურად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშა გადასცა. დაკრძალვის ცერემონიალზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა სამგლოვიარო მარში შეასრულა. საპატიო ყარაულმა კაპრალ დავითაის პატივსაცემად ზალპი გაისროლა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია, 8 ივნისს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთში 2012 წლის 20 ივნისს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა, გერმანიისა და საქართველოს კლინიკებში ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა. რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)