05:34 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 16:04:25, 1206 ნახვა

პოლიტიკა
ქუცნაშვილი: ვინმეს გაძევების საკითხი არ დასმულა - ივანიშვილი იქცეოდა ისე, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი

„ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე პარტიიდან ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი არ დამდგარა.

როგორც დეპუტატმა სხდომის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა, დისკუსია ძირითადად სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში არსებულ კრიტერუმებსა და წესებზე წარიმართა.

„უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე არ დასმულა ვინმეს გაძევების საკითხი, არავის არ დაუსვამს, არც პარტიის თავმჯდომარეს და არც უმრავლესობის არცერთ წევრს. დისკუსია ძირითადად წარიმართა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმ ცნობილ საკითხზე, რა საკითხიც აღელვებს საზოგადოებას, ანუ რა წესებს და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ვთქვათ, რა დამატებით ზომებს უნდა მივმართოთ, რომ ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში მკვეთრად გაიზარდოს. დისკუსია გაიმართა ამ თემის გარშემო. ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ ხვალაც გავაგრძელოთ იგივე თემაზე დისკუსია, საკმაოდ ბევრი არის მზად დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად და ამიტომაც არ გვეყო დრო, რომ დღეს დაგვესრულებინა. საკითხი სერიოზულია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია არ იცნობს მსგავსს მაგალითს, როცა უზენაესს სასამართლოს მოსამართლე კანდიდატის შერჩევისას, რომელიმე ორგანო, ეს იყო ძირითადად პრეზიდენტი, რაიმე გასაზომი კრიტერიუმებით შეერჩია კანდიდატები, ის ასახელებდა კანდიდატს და შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა ვიხილავდით. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ საკითხზე ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა. ახლა ჩვენ ვცდილობთ, ერთის მხრივ, მსოფლიო პრაქტიკის მაგალითები და მეორეს მხრივ, პარტიული რეალობის გათვალისწინებით მოვძებნით ის ობიექტური საზომები, რაც დაგვეხმარება სწორი წესების, სწორი კრიტერიუმების შერჩევაში და ნდობა პროცესისადმი მკვეთრად გაიზარდოს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ამასთან, ქუცნაშვილის თქმით, პარტიის თავჯდომარე აქტიურად იყო დისკუსიაში ჩართული,

 ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი, ნუ მივაკუთნებთ ამ თემას ერთ პერსონას. ამ აზრის უკან, რომ წესები და კრიტერიუმები უნდა ყოფილიყო ათეულობით დეპუტატი შემიძლია ჩამოვთვალო. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რომ იმისათვის, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება, ის იქცეოდა ისე, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, როცა ცდილობდა , რომ ყველასთვის მოესმინა, ვინც კი, საკუთარ აზრს გამოთქვამდა. მეც ვერ შევძელი საკუთარი აზრის გამოთქმა, ჩემს წინ ბევრი იყო ჩაწერილი, ამიტომ ვფიქრობთ, ხვალაც გავაგრძელოთ ამ საკითზე მსჯელობა, უნდა დავბადოთ თავისუფალი სასამართლო ხელისუფლება“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics