|
2019-01-24 13:12:02, 513 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში წითელას არაგეგმიური ვაქცინაცია მიმდინარეობს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში წითელას არაგეგმიური ვაქცინაცია მიმდინარეობს. აცრის პროცესში ჩართულნი არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები. რეგიონში წითელას ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით აცრა უკვე ჩაიტარა 700-მდე მოქალაქემ. წითელას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები 18 იანვარს დამტკიცდა. ცვლილება ყველა პირისთვის უფასო ვაქცინაციას ითვალისწინებს. ამ დრომდე, ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა. ახალი პროტოკოლის მიხედვით კი, ის ყველა ჯგუფისთვის უფასო გახდა. კომპლექსური ღონისძიებები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობას, გუბერნატორებთან კოორდინირებულ მუშაობას, ძალოვან უწყებებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და რისკ-ჯგუფში შემავალ პირთა ორგანიზებულ ვაქცინაციას მოიცავს. ასევე, გულისხმობს საზოგადოების ინფორმირების ზრდას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)