05:29 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 17:08:36, 1241 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე - სამწუხაროდ, ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია, ჩვენი პასუხი კი ამ გამოწვევაზე მდგომარეობს დემოკრატიის კონსოლიდაციაში

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი დგამს აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი პასუხი კი ამ უმტკივნეულეს გამოწვევაზე მდგომარეობს ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში და ჩვენი ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებებზე და აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია.

"ჩვენი ფესვები არსით ევროპულია. შესაბამისად, ჩვენი მსოფლმხედველობაც ევროპულია. აი, მაგალითად, თქვენ დასვით კითხვა ნატოსთან დაკავშირებით. საქართველოს შესვლა ნატოში იქნება თავად რეგიონის ინტერესებში. რატომ? იმიტომ, რომ რეგიონი გახდება უფრო პროგნოზირებადი და მდგრადი. ჩვენს რეგიონს სჭირდება სტაბილურობა. რეგიონში არსებობს წარმატების ყველა ეკონომიკური წინაპირობა. ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებით საქართველომაც დაადასტურა, რომ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს გარდაქმნა თანამედროვე ევროპულ ქვეყანად, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და სახეზეა ყველა ის მიღწევა, რომელთაც ესოდენ ნათლად ცხადყოფს საერთაშორისო რეიტინგები. ამასთან, რთულ მომენტებშიც საქართველომ დაადასტურა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ამოცანების შესრულება და სტაბილურობის, უსაფრთხოების და პროგნოზირებადების უზრუნველყოფა. შეიძლება გქონდეს შესანიშნავი საგადასახადო რეჟიმი, მაგრამ სტაბილურობის და პროგნოზირებადების პრობლემების გამო, არც ერთი ინვესტორი არ შემოვა ქვეყანაში. ჩემი აზრით, ჩვენი მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ემსახურება მთლიანად რეგიონის ინტერესებს, რადგან ეს თავად რეგიონს დაეხმარება თავისი დიდი ეკონომიკური ღირებულების გამოყენებაში, რომელიც დრეს ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics