|
2019-01-23 13:40:56, 691 ნახვა
რეგიონი
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკას ეწვია
„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას“ აშშ საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, როდ უილსონი ეწვია. სარეაბილიტაციო დაწესებულება ბათუმში 2018 წლის ოქტომბერიდან კლინიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობას USAID-ის პროექტის ფარგლებში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის და კორპორაცია PFID-ის („პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის”) მხარდაჭერით ახორციელებს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩითან ერთად კლინიკას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეები, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და მერის მოადგილე სტუმრობდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის -„ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში“ - განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (USAID-ის), ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლიდან (აშშ, ატლანტა), თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტიდან, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, კორპორაციიდან „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)