2019-01-22 09:52:45, 3745 ნახვა
მსოფლიო
ქერჩის სრუტეში, ორ გემზე გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
ქერჩის სრუტესთან ორ გემზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა,-ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ერთი ხომალდიდან მეორეზე საწვავის გადატვირთვის დროს აალება მოხდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.
მედიის ცნობით, მეზღვაურები გადარჩენის მიზნით ზღვაში გადახტნენ. ორივე გემზე სულ ეკიპაჟის 32 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან.
ხანძრის დროს მაშველებმა 12 მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ამ დრომდე 6 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ავტორი: ,