04:37 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 09:46:41, 1327 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში დღეს დაიწყება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, ასევე მოლაპარაკებები ბიზნესლიდერებთან და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

„შეხვედრა გვექნება რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც აქტიურად განიხილავს და გეგმავს საქართველოში ინვესტირებას. მოლაპარაკებები გაიმართება იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში თავიანთი საერთაშორისო ოფისების გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება და რომლის თანახმად, ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან თავიანთ მთავარ ოფისებს და რეგიონს მოემსახურებიან. ამასთან ერთად, გვექნება შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებზეც ვიმსჯელებთ საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებზე, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით. ვფიქრობ, ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ვიმედოვნებ – ნაყოფიერი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 25 იანვარს დასრულდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics