|
2019-01-21 14:19:58, 1275 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ლიეტუვას პრემიერთან განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საქართელოსა და ლიეტუვას შორის ბოლო წლების განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ასევე გაორმაგებულია ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. "დარწმუნებული ვარ, ეს ასევე ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას და ბიზნესკონტაქტების კიდევ უფრო გახშირებას. სასიხარულოა, რომ ღრმავდება ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს შორის. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ირჩევს თქვენს უნივერსიტეტებს სასწავლებლად. ამჟამად, თქვენს უმაღლეს სასწავლებლებში 200-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, რომლებსაც შეუძლიათ, ისარგებლონ ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო სტიპენდიებით. ამისთვის მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ლიუტუვის მთავრობას. ამასთან ერთად, მე დღეს მქონდა თხოვნა ჩემს კოლეგასთან, რომ დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაში. ლიეტუვა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ "სტარტაპების" და "სტარტაპ" ბიზნესატმოსფეროს შემნის თვალსაზრისით. საქართველო იწყებს პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩენმა მეგობარმა ქვეყანამ გაგვიზიაროს გამოცდილება ამ თვალსაზრისით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. გარდა ამისა, ბახტაძის თქმით, ლიეტუვას პრემიერთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საქართველოს მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს, სადაც ქვეყანას უპრეცედენტო დინამიკა გვაქვს. "მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს კოლეგას საქართველოს მთავრობის სახელით გადავუხადო მადლობა ლიეტუვის განსაკუთრებული წვლილისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის წარმატებაში. ჩვენ ვქმნით ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირთან, რაც მეტი ინტეგრაციის პერსპექტივებს გაუხსნის ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამას ემსახურება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. 2019 წელი განსაკუთრებულია - ვზეიმობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ჩვენი ქვეყნის წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ნატოსთან უპრეცედენტო პრაქტიკული თანამშრომლობის დონე, ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს სრულფასოვანი წევრობისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიეტუვის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისკენ. შეხვედრაზე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგები. ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფასა და არსებულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და თანმიმდევრული მიდგომებით შეძლებს საქართველო, მიაღწიოს მშვიდობასა და სტაბილურობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრით პოზიტიურ ბიძგს მივცემთ ახალი ინიციატივების განხორციელებას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)