|
2019-01-21 11:47:09, 904 ნახვა
რეგიონი
„ლეგალური შრომითი მიგრაცია პოლონეთში“ - აჭარის დასაქმების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს
აჭარის დასაქმების სააგენტო, საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" და კომპანია IMGSM-ი იწყებს ერთობლივ პროექტს - ლეგალური შრომითი მიგრაცია პოლონეთში. პროექტი პოლონეთში ლეგალურ შრომით მიგრაციას და პროფესიული სტუდენტების სტაჟირებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში - 18 იანვარს, საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ახალ ტალღაში’’ შეხვედრა გაიმართა, სადაც მოწვეულნი იყვნენ - პოლონეთის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორი, სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი და საქართველო-პოლონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. შეხვედრაზე დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ მზაობა გამოთქვა - ხელი შეუწყოს ლეგალურ დასაქმებას პოლონეთში, რაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების მოძიების და უცხოური სამუშაო გამოცდილების მიღების კარგი წინაპირობა იქნება. 2016 წლიდან აჭარის დასაქმების სააგენტო ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)