|
2019-01-19 15:52:06, 770 ნახვა
რეგიონი
Airbnb საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სახლებს ვებგვერდიდან წაშლის
კომპანია Airbnb, რომელიც ტურისტებს სახლებისა და სასტუმროების მოძიებაში ეხმარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - მდებარე სახლების მონაცემებს ვებგვერდიდან წაშლის, - ამის შესახებ კოპანიის განცხადებაშია აღნიშნული. განაცხადების თანახმად, უძრავი ქონების საიტზე დატოვება ვითარების კიდევ უფრო მეტად დაძაბვას შეუწყობს ხელს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთ საკითხებს პასუხისმგებლობით ეკიდებიან და სპეციალური სტრუქტურა აქვთ შემუშავებული. "შევიმუშავეთ სტრუქტურა, რათა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ სადავო ტერიტორიებზე არსებულ შეთავაზებებთან მიმართებით. მათ შორის, ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულადაა აღიარებული და სადაც სახლებს, ცენტრალური ადგილი უკავია მიმდინარე დავებისას. ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს”, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, Airbnb გლობალური პლატფორმაა, რომელიც 191 ქვეყანასა და რეგიონში და 81 000 ქალაქში ოპერირებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)