2019-01-19 14:01:03, 3765 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, - ამის შესახებ DW სოცოლოგიურ ცენტრ ВЦИОМ-ზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ბოლო გამოკითხვის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტისადმი ნდობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა და 33,4%-ი შეადგინა.
ამავე კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 62.1% აფასებს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის საქმიანობას მას დადებითად 35% აფასებს.
კიდევ ერთი გამოკითხვის "ФОМ"-ის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 54 პროცენტი ხელისუფლების საქმინობას ნეგატიურად აფასებს და აკრიტიკებს.
ავტორი: ,