14:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 15:31:18, 532 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს მოსახლეობის დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფისათვის 258 500 ლარს დახარჯავს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის მოსახლებისათვის დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას აგრძელებს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში სამინისტრო შშმ პირებს, მათ შორის ბავშვებსა და ხანდაზმულებს უფინანსებს: - ელექტრო სავარძელ-ეტლს - 3580 ლარი, - ადაპტირებულ სავარძელ-ეტლს - 550 ლარი, - მექანიკურ სავარძელ-ეტლს - 300 ლარი. ხოლო სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს, მათ შორის იძულებითი წოლითი რეჟიმის მქონე ხანგრძლივად მოავადე პაციენტებს უზრუნველყოფს დამხმარე/მოვლის საშუალებებით: - ფუნქციური საწოლი, - ჟანგბადის კონცენტრატორი, - ასპირატორი, - ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, - კოხლეარული იმპლანტის პროცესორი და მისი სათადარიგო ნაწილები, - ხმის წარმომქმნელი აპარატი.

პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 258 500 ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში დღეს დამხმარე საშულებები რამდენიმე ბენეფიციარს გადაეცა, პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics