17:43 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 18:43:37, 1651 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: სიხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს

სიხლის ბანკი ცდილობს, რომ  უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი ერთ-ერთი სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ.

„საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო,  მაგრამ როდესაც სიხლის ბანკი ცდილობს, რომ  უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს“,- განაცხადა სერგეენკომ

მინისტრის თქმით, გუშინ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა - იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა.

„ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის“,  - აღნიშნა დავით სერგეენკომ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics