03:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-12 12:07:21, 1795 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში უნდა ვიმსჯელოთ ცილისწამების პრობლემაზე

 „უნდა ვიმსჯელოთ ცილისწამების პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ რაიმე ზომის მიღება არის შესაძლებელი, ეს ზომები უნდა მივიღოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატივაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნულ იდეაზე საუბარი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა.

„აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა კი სახეზეა. ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწისტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, სამწუხაროდ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება ქართულ კულტურას. ჩვენი საზოგადოება დგას ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს ჩანს ხანდახან იმ სურათიდან, რომელსაც ქმნის ხანდახან მედია, ხანდახან სოციალური ქსელები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომების მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ, აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ პარლამენტმა ცილისწამების შესახებ მიიღოს კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics