|
2019-01-11 18:34:36, 1551 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ლუგარის ლაბორატორია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ბევრ სიკეთეს ვღებულობთ მისგან
ლუგარის ლაბორატორიის მიმართ არის გარკვეული რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული კრიტიკული დამოკიდებულება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, ნუ მოახდენენ რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას. „ადამიანები თავს ნებას აძლევენ, რომ გააკეთონ კომენტარები ლუგარის ლაბორატორიაზე იმ დროს, როცა არ მგონია რაიმე კომპეტენცია ჰქონდეს. ლუგარის ლაბორატორიის მიმართ არის გარკვეული რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული კრიტიკული დამოკიდებულება და ეს ვრცელდება ქართული საზოგადოების ხელით, რაც საკვირველია. ეს ლუგარის ლაბორატორია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ბევრ სიკეთეს ვღებულობთ ჩვენ ამ ლაბორატორიისგან, რომელიც დღეს სრულად არის ქართული და საქართველოს უწყება და არა ამერიკული, როგორც უნდათ რომ გამოჩინონ, თუმცა დახმარება იყო საკმაოდ დიდხანს. აქ არის ხელოვნურად შემოტანილი რაღაცა დაძაბულობის ნიშნები და მინდა ყველა სიფრთხილით მოეკიდოს ამ საკითხს“, - განაცხადა სალომეე ზურაბიშვილმა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)