2015-06-16 15:17:00, 382 ნახვა
საზოგადოება
დაზიანებული გზების რეაბილიტაციისთვის საკრებულომ 18 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხი დაამტკიცა
სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაციისთვის, დედაქალაქის საკრებულომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 18 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.
მას მხარი საკრებულოს 42 დეპუტატიდან 38-მა დაუჭირა, ერთმა კი, თავი შეიკავა.
აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე მერიის საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ გაიტანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან