09:30 - 30 Oct, 2026
|
2019-01-10 14:40:23, 2003 ნახვა
სამართალი
სააპელაციომ პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლე არასრულწლოვნების თვალწინ სცემა, პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ოჯახში ძალადობისთვის გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისში გ.ბ-მ ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილისა და ასევე არასრულწლოვანი დის თანდასწრებით სცემა, ხოლო მეუღლის მამას სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)