00:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 14:20:55, 322 ნახვა

საზოგადოება
გოჩა ბაბუნაშვილი ადასტურებს, რომ მერიამ 18 მილიონის სესხის გამოყოფა სტიქიამდე მოითხოვა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ადასტურებს, რომ მერიამ 18 მილიონი ლარის სესხის გამოყოფა სტიქიურ მოვლენამდე მოითხოვა.  თუმცა მისივე მტკიცებით, ეს თანხა მანამდე ძველი თბილისის განვითარებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უნდა მოხმარებოდა.
ბაბუნაშვილი ამბობს, რომ სტიქიური მოვლენის განვითარების შემდეგ, თანხა სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისთვის იქნა მიმართული.
"ინფრასტრუქტურა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს თანხა სასწრაფოდ გვჭირდება, სანამ მეგობარი ქვეყნები მოგვეხმარებიან,  რომლებიც მზად არიან, დახმარება აღმოგვიჩინონ. ამიტომ, ჩვენ დავასწარით ყველა სიტუაციას",-განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
ცნობისთვის, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ 18 მილიონი ლარის სესხის გამოყოფა სტიქიამდე მოითხოვა.  აბესაძეს თბილისის მერიასთან კითხვები აქვს, თუ რისთვის იყო ეს თანხა გათვალისწინებული.
დედაქალაქის  საკრებულომ დღეს  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხი უნდა დაამტკიცოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics