2015-06-16 13:49:30, 298 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები გმირთა მოედანზე გაწმენდით სამუშაოებს შეუერთდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები გმირთა მოედანზე გაწმენდით სამუშაოებს შეუერთდნენ.
"ქართველი ახალგაზრდების უმაგალითო მოხალისეობითა და სოლიდარობით შთაგონებულები, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები გმირთა მოედანზე გაწმენდით სამუშაოებს შეუერთდნენ. გვიყვარხარ, თბილისო!",-აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან