|
2019-01-04 17:57:29, 659 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პრეპარატ ტამიფლუს გაცემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ანტივირუსულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთობლივად ახორციელებს პრეპარატი ტამიფლუს გარკვეული, დამატებითი რაოდენობების მოწოდებას. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს პრეპარატ ტამიფლუს გაცემას უპირატესად ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის (ან მათი ოჯახის წევრზე) ექიმისგან და/ან კლინიკისგან სამედიცინო ფორმა N100-ის წარმოდგენით. ამასთან სოციალურად დაუცველისთვის საჭირო იქნება მისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაც, აღნიშნულის არქონის შემთხვევაში სტატუსის გადამოწმება მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის მიერ პაციენტის პირადი ნომრის მიხედვით. ორსულებისთვის ტამიფლუს გასაცემად აუცილებელია ფორმა N100 და იმავე ფორმაში მისი ორსულობის სტატუსის დაფიქსირებაც. პრეპარატის გაცემა მიმდინარეობს აWარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან, აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მისამართი: ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქ.141/143. ცხელი ხაზი: 0422 27 03 94 პრეპარატის გაცემის უზრუნველსაყოფად შესაძებელია მიმართოთ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელს (ნონა ეფაძე, ტელ: 577 27 87 40).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)