|
2019-01-04 16:58:15, 3075 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას და აქციის რამდენიმე მონაწილეს პოლიციელი დაკავებით ემუქრება
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პოლიციას პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც სარალიძემ აღნიშნა, პოლიციელმა მას, მალხაზ მაჩალიკშვილს და აქციის რამდენიმე მონაწილეს განუცხადა, რომ 11 სექტემბერს, კარვების გაშლის მცდელობასა და დაპირისპირებაზე ხულიგნობის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს და შესაძლოა, დააკავონ. სარალიძე დამატებითი დეტალების გასარკვევად ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ორ მხარდამჭერთან ერთად მივიდა. „გამოცხადდა ვიღაც პოლიციელი, აქციის მონაწილეთაგან ჩამოთვალა რამდენიმე პირი, მათ შორის აქციის ორი მონაწილე, მე, ჩემი ძმა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, და განაცხადა რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავეკავებინეთ. რის საფუძველზე უნდა დავეკავებინეთ, 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებულია გამოძიება და 11 სექტემბრიდან იმდენი ფაქტი, დარღვევა მოხდა, იმდენი ძალადობის ფაქტი იყო ჩვენ მიმართ პოლიციის მხრიდან კარვების არგაშლასთან დაკავშირებით, იმდენი შეხლა-შემოხლა იყო, რომელ ფაქტთან დაკავშირებით არის ძიება დაწყებული, ამის გასარკვევად ვარ მოსული. პლუს ამას, პოლიციელმა რატომ აიღო თავის თავზე ინიციატივა და დაემუქრა აქციის მონაწილეებს, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დაგიჭირონ. შემდეგ როგორც გავარკვიეთ, არის ვიღაც გიორგი გადელია, არ ვიცი, რა თანამდებობას იკავებს პოლიციაში. ხშირად ყოფილა იქ. ხშირად გამოუჩენია ინიციატივა ჩვენს დარბევაში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)