2019-01-03 09:35:49, 4129 ნახვა
მსოფლიო
მაგნიტოგორსკში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მანამდე 32 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ცნობა. ამ ეტაპზე მაშველები 5 ადამიანს ეძებენ.
შეგახსენებთ, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 31 დეკემბერს დილის საათებში, გაზის გაჟონვის გამო მოხდა. აფეთქების შედეგად 10-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.
ავტორი: ,