2019-01-03 11:15:17, 1619 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში, ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" ოფისში ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას ბიძინა ივანიშვილი და სახელისუფლებო გუნდის სხვა წევრებიც ესწრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურას შეეხება.
ამასთან, დეპუტატები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, განიხილება თუ არა ფრაქციიდან ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი.
თვითონ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად, სხდამას არ ესწრება.
ავტორი: ,