|
2018-12-31 14:04:32, 2242 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გუნდში ვინმეს „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას არ ვურჩევ - პასუხი გაეცემა
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. გუნდი არის ერთი. თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, ამას გაეცემა პასუხი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის მიყვება იმ წესებს, რომელიც გუნდში არის დადგენილი. „გუნდი არის ერთი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი, მას ჰყავს ლიდერი, თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თუ ვინმეს პერსონალურ როლზეა საუბარი და გუნდდთან კავშირზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავჯდომარე და „ქართული ოცნების“ გუნდი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. გუნდი არის ერთი. თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, ამას გაეცემა პასუხი. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ბიძინა ივანიშვილი ჩემს გვერდით კი არ დგას, ის არის ლიდერი გუნდის, შესაბამისად, მე ვარ ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი და ვიცამ იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი ამ გუნდის მიერ. ეს არის ერთი გუნდი, მას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ლიდერი და არავის არ ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, იმიტომ რომ თუ ვინმე წავა ამ გუნდის წინააღმდეგ, მას აუცილებლად გაეცემა პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)