22:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 11:07:41, 323 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლები ახალდაბის მოსახლეობას გაწმენდით სამუშაოებში დაეხმარნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი გუშინ,   სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად,   ახალდაბაში იმყოფებოდნენ და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა-დასუფთავებაში ეხმარებოდნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გარე სამყაროს მოწყვეტილ ახალდაბაში, სტიქიური უბედურებიდან რამდენიმე საათში, პირველები ჩავიდნენ სოზარ სუბარი,   გიორგი კვირიკაშვილი და თეა წულუკიანი. მინისტრებიადგილზეგაეცნენმოსახლეობისპრობლემებს, რომლებმაც, ელექტროენერგიის აღდგენამდე, გენერატორები მოითხოვეს.  მთავრობის მეთაურმა მათი ეს თხოვნა მალევე დააკმაყოფილა.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ახალდაბელებს სოზარ სუბართან და ოთარ დანელიასთან ერთად ესტუმრა, გენერატორებიც ჩაუტანა და ექიმთაბრიგადაც ჩაუყვანა.

ექიმები თეა კუპრავა და ნინო ჯოგიაშვილი ადგილობრივი მაყვალა ოქრუაშვილის სახლში დაბინავდნენ, იქვე გახსნეს მინიამბულატორია და პირველი პაციენტებიც უკვე მიიღეს. გაერომ კი ახალდაბის მოსახლეობა სასმელი წყლით მოამარაგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics