|
2018-12-29 12:50:44, 825 ნახვა
რეგიონი
ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი „HMS ECHO“ შემოვიდა
ბათუმის პორტში დღეს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი ,,HMS ECHO" შემოვიდა. საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით მიმდინარეობს, მათ შორი პოლიტიკურ, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში. აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მხარდაჭერას. „ბათუმი ტრადიციულად მასპინძლობს გემებს როგორც ევროკავშირიდან ასევე დიდი ბრიტანეთიდან. ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ეტაპობრივად განვავითარეთ რეალური, მჭიდრო ურთიერთობები, რაც მეგობრობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნება. ეს არის ერთ-ერთი გეგმიური ვიზიტი და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის დინამიური თანამშრომლობას“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დახვედრის ცერემონიაზე. ბრიტანული ხომალდის „HMS ECHO-ს" შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას და კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთირთობებისა. ხომალდი „HMS ECHO-" ბათუმს 30 დეკემბერს დატოვებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)