01:39 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-29 12:29:29, 2112 ნახვა

პოლიტიკა
ჯანეზაშვილი: პარლამენტს ისეთი მოსამართლეები უნდა წარედგინოს, რომელთაც იუსტიციის საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერა ექნებათ

 „მივმართავთ პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და დაადგონოს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის შერჩევისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსის საფუძველზე, რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა“, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა პარლამენტმა შეძლოს ღირსეული მოსამართლეების არჩევა.

ამასთან, მისი თქმით, იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი მოსამართლეები უნდა წარადგინოს, რომელთაც ექნებათ საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა.

„ჩვენთვის მიუღებელია, რომ პარლამენტის თავჯდომარე ხვდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ისე, რომ არ ითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებას და არ ითვალისწინებს ჩვენ პოზიციას. დღეს ჩვენ კვლავ ვართ საფრთხის წინაშე, რომ სასამართლოს გავლენიან დაჯგუფებასთან თანამშრომლობით შეიქნება ისეთი პროცედურები, რომლებიც უბრალოდ შეალამაზებს პროცესს და არსობრივად არ შეცვლის არაფერს. საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს ჩინჩალაძის კლანის ინტერესებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და რომელიც პარლამენტს მისცემს შანსს აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი. მიგვაჩია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი მოსამართლეები უნდა წარადგინოს, რომელთაც ექნებათ საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა, თუ ვინმეს მართლა უნდა რეალური ცვლილებები, მაშინ მათ მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას და წინადადებას.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და დაადგონოს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის შერჩევისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსის საფუძველზე, რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა. როგორც მოგეხსენებათ დღეისათვის გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით, ხოლო მოსამართლეთა დანიშვნისას ორი-მესამედით, რასაც 10 ხმა სჭირდება.  ბოლო შეხვედრაზე თქვენ ნახეთ რომ მურუსიძის გასაუბრებაზე პროცესი წარვმართეთ მთლიანად მე და ანა დოლიძემ, თუმცა გადაწყვეტილებაზე ჩვენ გავლენა ვერ მოვახდინეთ, რადგან მათ ორი-მესამედით მიიღეს გადაწყვეტილება, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც უზენაესი სასამრთლოს კანდიდატურის წარდგენა ხდება კონსესუსით, ანუ ყველა წევრის თანხმობით იქნას გადაწყვეტილება მიღებული და ეს იყოს ღია დისკუსიის საფუძველზე გაკეთებული“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics