|
2018-12-28 16:23:05, 517 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტომ ტრენინგ პროგრამა შეაჯამა
აჭარის დასაქმების სააგენტომ პროგრამის „კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. პროგრამის შედეგები და დასაქმების სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოწვეულ სტუმრებს დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, თემურ კახიძემ და ტრეინინგ ცენტრ ,,აითი-ნოლიჯი"ს აღამასრულებელმა დირექტორმა მარიკა გოქაძემ წარუდგინეს. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიებაზე პროგრამაში მონაწილე 72 ორგანიზაციის თანამშრომლებს ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. ,,კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით’’ პროგრამის ფარგლებში, ბიზნეს სექტორში დასაქმებული 140 ადამიანი ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში გადამზადა, როგორიცაა: მარკეტინგი და გაყიდვები; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა მომსახურების სფეროში; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა სამშენებლო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის დარგებში; ადმინისტრირება, ფუნქციონირება და მართვის თანამედროვე მეთოდები და მარკეტინგის მენეჯმენტი. პროექტი ასევე ითვალისწინებდა მასტერკლასებს, რომელიც ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა ტრენერებმა ჩაატარეს - მედიის, მშენებლობის და სარესტორნო საქმის კუთხით. სამშენებლო კომპანიების პროექტის მენეჯერებსა და მშენებლებს საშუალება მიეცათ ინფრასტრუქტურის გონივრულ გადაწყვეტილებებზე პროფესიონალი ტრენერების, დიმიტრი აბულაძისა და სანდრო მჭედლიშვილის რჩევები მიეღოთ. მედიის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი მედია-მენეჯმენტზე ინტერნეტ ჟურნალისტიკის მეცნიერებათა კანდიდატმა ნათია კუპრაშვილმა ჩაატარა. რეგიონის სასტუმრო-სარესტორნო ქსელში დასაქმებულ მზარეულებს საშუალება მიეცათ ცნობილი ესპანელი შეფ-მზარეულის, არაერთი სატელევიზიო კულინარიული რუბრიკის წამყვანის, საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული მანუელ ფაუნდეს ბარანდას მასტერკლასს დასწრებოდნენ. აღნიშნული პროგრამის განხორციელებამ ხელი შეუწყო ორგანიზაციებში პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მხრივ ცნობიერების გაზრდას, შრომის ნაყოფიერების ამაღლებასა და დამსაქმებლის საქმიანობის მდგრადობას. ქვეპროგრამას ტენდერში გამარჯვებული ტრენინგ და ტესტინგ კომპანია - ,,აითი-ნოლიჯი" ახორციელებდა. ???? დასაქმების სააგენტო აღნიშნულ ქვეპროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს ქვეპროგრამით ბიზნეს სექტორში დასაქმებულმა 300 პირმა ისარგებლა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)