|
2018-12-28 15:17:02, 1825 ნახვა
სამართალი
„ბახალა“: წარმოუდგენელია ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია
"ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია, დაკავებისას არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ მქონია”, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულმა, მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წარდგენილი ბრალის აღიარება მისთვის წარმოუდგენელია. „ვიცი რა მკაცრია დღევანდელი კანონმდებლობა ნარკოდანაშაულის მიმართ და ცხადია მე ამხელა რისკზე არ წავიდოდი. ჩემთვის წარმოუდგენელია ვაღიარო ის რაც მე არ ჩამიდენია. ის რაც დღეს ჩემ თავს ხდება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის, გიორგი გიორგანაშვილის ისტორია. ესაა ამბავი, რომელშიც მთელი ქვეყანა უსამართლოდაა გაჭედილი, იმ პროკურორების გამო, რომლებსაც არ აინტერესებთ რეალურად საქმის გამოძიება და ნათითხნი ბრალდებებით ცდილობენ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. იმ ჩინოვნიკების და მინისტრების გამო, რომლებიც ამ სისტემას კბილებით იცავენ, რადგან კომფორტის და სავარძლის დაკარგვის ეშინიათ“, - განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ „ბახალას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით დაუმძიმა. რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)